Skip to content
06/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მადლობა მათ ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის

მარშალ პრესი 13/08/2025
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარესთან გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ მეტად განვითარდება.

„თურქეთის პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მართლაც უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწყვეს საქართველოს დელეგაციას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევეხეთ თითქმის ყველა თემას. გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთს და საქართველოს შორის, იმედს მაძლევს და დღეს კიდევ უფრო მეტად მიმყარებს რწმენას, რომ ეს ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება
Next: ქარელში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მეოთხე ვადით ვარ, რომ არა მოსახლეობის სიყვარული და გვერდზე დგომა, ამ დრომდე ვერ მოვიდოდი – დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ და კიდევ ერთხელ მომეცემა საშუალება, რომ გადავჭრა ყველა საკითხი, რაც მუნიციპალიტეტს აწუხებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.