Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

მარშალ პრესი 13/08/2025
ertiani neitraluri sakartvelo

თუ ჩვენი ხელისუფლება ამ დრომდე თვლის, რომ საზოგადოება “ევროპერსპექტივის” თავსმოხვეულ ილუზიაში ცხოვრობს, ვთავაზობთ ინიციატივას – მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, რომელშიც ქართველი ხალხის წინაშე დავსვამთ მარტივ კითხვას – ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება?! ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგები ნათლად აჩვენებს ხელისუფლებას, რა არის ხალხის რეალური დაკვეთა, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

ისინი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, „ნუ ექაჩება“ ქვეყანას იქ, სადაც ნორმაა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი-აღლუმები და პედოფილია, ვინაიდან, მარტივად პროგნოზირებადია ის მძიმე შედეგები, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს საქართველოს.

შესაბამისად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტი უნდა ჩატარდეს და საზოგადოებამ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არჩევანი გააკეთოს.

„სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მთლიანად “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს, ნუ ექაჩება ქვეყანას იქ, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ პროპაგანდა, გეი აღლუმები და პედოფილია არის ნორმა. ასევე მარტივად პროგნოზირებადია ის მძიმე შედეგები, რასაც გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს ჩვენს ქვეყანას. მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ამის შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარება.’ – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა
Next: თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა და მადლობა მათ ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025