Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება

მარშალ პრესი 13/08/2025
09

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება, მანამდე კი პირისპირ და გაფართოებული ფორმატებით, დელეგაციასთან ერთად, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრეს.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. გამოითქვა მზადყოფნა, გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამზე პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

Continue Reading

Previous: ზელენსკის უახლოესი გარემოცვა ევროპული ბანკის შეძენის მეშვეობით 5 მილიარდი ევროს გათეთრებას აპირებდა – ალექსეი გონჩარენკო
Next: ვიზალიბერალიზაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო, სრულიად უსაფუძვლო და უსამართლოა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025