Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკის უახლოესი გარემოცვა ევროპული ბანკის შეძენის მეშვეობით 5 მილიარდი ევროს გათეთრებას აპირებდა – ალექსეი გონჩარენკო

მარშალ პრესი 13/08/2025
goncharenko

უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვა 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფულის გათეთრებას ევროპაში ერთ-ერთი ბანკის შეძენის მეშვეობით აპირებდა.

დეპუტატი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საიდუმლო ჩანაწერები ავლენს ზელენსკის მოკავშირეების მიერ ფრანგული ბანკის შეძენისა და მილიარდობით კრიპტოვალუტის ლეგიტიმაციის წარუმატებელ მცდელობას.

“რას აკეთებ, როცა ბევრი ფული გაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უკანონო და მოპარულია? სწორედ ეს კითხვა განიხილეს ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის, მინდიჩის ბინაში, იმავე ბინაში, რომელიც გაჟონილ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებს”, – ამბობს ალექსეი გონჩარენკო ვიდეოში. გონჩარენკოს თქმით, ფულის გათეთრების სქემა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ზელენსკის გუნდს 5 მილიარდი ევროს კრიპტოვალუტა ჰქონდა, რომელიც შავი ფული იყო. ეს ძალიან დიდი თანხა იყო და მისი დამალვა ასე მარტივად ვერ მოხდებოდა.

შესაბამისად, გეგმა იყო ევროპული ბანკის ყიდვა (ამისთვის საფრანგეთი საუკეთესო ვარიანტი იყო) რომ ყველაფერი „სუფთა“ ტრანზაქციით გაეთეთრებინა. ბანკის მყიდველად კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის როსტისლავ შურმას ძმა შეარჩიეს. დეპუტატი აცხადებს, რომ ამის შემდეგ საფრანგეთის რეგულატორმა შურმას ძმისთვის შეკითხვების დასმა დაიწყო, ხოლო მოგვიანებით თავად შურმას სახლში, გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა და უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ბანკების 5 მილიარდ ევროდ შეძენის სქემას ეხებოდა.

Continue Reading

Previous: რიკარდ იოზვიაკი: ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანომების გაუქმებას სთხოვს – წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება
Next: საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025