Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კახა კალაძე ტვ პირველის ჟურნალისტს – მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ

მარშალ პრესი 22/06/2022
კახა კალაძე

იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტვ „პირველის“ ჟურნალისტს.

მისი თქმით, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეს არის უზრდელობა.

„რა პრეტენზია გაქვთ, უზრდელები ხართ და უზრდელურად იქცევით. მიკროფონი რომ გიჭირავს ხელში, არ ნიშნავს იმას, რომ თავზე გადაუაროთ ყველას, ეს პროფესიული მოვალეობა არ არის, ეგ არის უზრდელობა. დავინახე და არ არის მისაღები ეს დამოკიდებულება, ბევრჯერ მითქვამს, რომ მიკროფონი ხელში რომ გიჭირავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს თავზე გადაუაროთ, როგორც იყო ეს ქალბატონ ეკასთან მიმართებაში.

მე თქვენ პატივს გცემთ, იმიტომ მოვდივარ აქ და ვდგავარ 20 წუთი, თქვენ დასმულ შეკითხვებს ვპასუხობ, პატივს გცემთ ჟურნალისტებს და ჩემი ვალდებულებაა ეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიკროფონი გიჭირავთ, თავზე გადაუაროთ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მაგის შესაძლებლობას არ მოგცემთ არასდროს და მოყვება ამას შესაბამისი პასუხი“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ; დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც
Next: კეზერამ არ ნახოს, თორემ დაგკიდებენ ფეხებით მისი ფულის უმიზნოდ და არაეფექტურად ხარჯვის გამო – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.