Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში და ამის გარანტი იქნებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც წარვადგენთ, თითოეული კანდიდატი შერჩეულია საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილს

მარშალ პრესი 11/08/2025
irakli kobakhidze

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მერობის თითოეული კანდიდატი შეირჩა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად.

„კანდიდატების უმრავლესობა ცნობილია, უკვე ბილბორდები და ბანერებიც არის გამოკრული. დღეს შემაჯამებლად ერთიან სიას გავაცნობთ საზოგადოებას, საერთო სურათი არის ის, რომ მოქმედი მერების, ან მერის მოვალეობის შემსრულებლების ნახევარზე მეტი, კვლავაც იქნებიან წარდგენილი კანდიდატებად მერის პოზიციაზე, თუმცა გვეყოლება ახალი სახეები. თითოეული კანდიდატი შერჩეული იქნა საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილსინდისიერება, ეს არის პროფესიონალიზმი. ვფიქრობ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში, თითოეულ მუნიციპალიტეტში და ამის გარანტი იქნებიან სწორედ ის კანდიდატები, რომლებსაც დღეს წარვადგენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა
Next: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით მშვიდობის კონსოლიდაცია და კეთილდღეობის განმტკიცება, ეს არის ჩვენი მისია იმ რეგიონში, რომელშიც საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025