Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა

მარშალ პრესი 11/08/2025
shalva papuashvili

მიხეილ სააკაშვილი იყო მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მხარის ინტერესია, საქართველო ერთ პაიკად გამოაყენებინა. ეგეთ მთავარსარდალს რა ვუთხარი, აქ რომ ფრანგი სტუმარი ჰყავდა და თვითმფრინავის დანახვაზე მიწაზე გახოხდა და ის კაცი მიატოვა, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია კითხვა – რატომ დაიწყო აგვისტოს ომი.

„რომ ყოფილიყო პატრიოტი ხელისუფლება და არა მარიონეტი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა პაიკად გამოაყენებინა სხვებს, არ იქნებოდა… ბევრის ინტერესია გლობალურ დაპირისპირებაში. ამას ვაკვირდებით უკრაინის მაგალითზე. დღესაც გვესმის ხმამაღალი საუბარი, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი. თქვენ რამდენი ევროპელი და ევროკავშირელი ჯარისკაცი ნახეთ ამ წინა ხაზზე? თუკი ეს ევროკავშირის ბრძოლის წინა ხაზია რუსეთისგან თავდაცვისთვის, რატომ ვერ ვხედავთ ჩვენ იქ ლიეტუველ, ესტონელ, ფრანგ ან გერმანელ ჯარისკაცებს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ქართველ სამხედროებზეც ისაუბრა.

„ქართველი მეომარი ყველა ბრძოლაში შედის, როგორც დიდგორში და ის არ უშინდება არც რიცხოვნობას, არც გარემოებას, არც პოლიტიკურ კონტექსტს უყურებს. ეს არის ბრძოლა შენი სამშობლოსთვის, რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო. ეს მაგალითი გვაჩვენეს შინდისის გმირებმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი – პრეზიდენტი
Next: შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში და ამის გარანტი იქნებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც წარვადგენთ, თითოეული კანდიდატი შერჩეულია საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025