Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წელს პირველად ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით

მარშალ პრესი 22/06/2022
ირაკლი ღარიბაშვილი
პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მსოფლიო ბანკის მართველობის ინდიკატორების ინდექსი – საქართველო ორჯერ უსწრებს უკრაინას და მოლდოვას. ორჯერს უსწრებს მმართველობის ეფექტიანობით. ღია ბიუჯეტის ინდექსზე უკვე მოგახსენეთ, არა თუ უკრაინას და მოლდოვას, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე, პირველად წელს ქვეყანა გავიდა პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, უკრაინა და მოლდოვა არიან 21-ე, 22-ე ადგილზე,- განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა ფრეიზერის ინსტიტურის და Heritage Foundation-ის ინდექსების მაჩვენებლების შესახებ.
„გავაგრძელებ ფრეიზერის ინსტიტურის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის მე 5 ადგილზე, უკრაიანა არის 129-ე ადგილზე მოლდოვა 66-ე ადგილზე. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო არის 26 ადგილზე მსოფლიოში გლობალური მაჩევნებელით და 18 რეგიონული მაჩვენებელი, უკრაინა არის 130 ადგილზე, მოლდოვა 78 ადგილზე,“– განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ომის პირველივე დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, დღეის მდგომარეობით, 260 რეზოლუციაზე გვაქვს თანხმობა მიცემული
Next: დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა აქვთ ხელზე დახვეული და ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა გააკეთოს ქვეყანამ; დეოლიგარქიზაცია ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025