Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

კიევი აფასებს და სრულად უჭერს მხარს ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას, ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს

მარშალ პრესი 11/08/2025
zelenski

უკრაინა სრულად უჭერს მხარს ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას, ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევი „აფასებს და სრულად უჭერს მხარს“ ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას უკრაინაში მშვიდობის მიღწევის შესახებ.

„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დღეს უკრაინასა და ჩვენს ხალხს უჭერს მხარს უკრაინაში მშვიდობისთვის, რაც ასევე იცავს ჩვენი ევროპული ქვეყნების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს. უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ მელონის, კანცლერ მერცის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის, პრემიერ-მინისტრ სტარმერის, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის და პრეზიდენტ სტუბის განცხადებას უკრაინისთვის მშვიდობის შესახებ“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, გუშინ დიდ ბრიტანეთში ევროპელი ლიდერების, აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

Continue Reading

Previous: არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულონგონ – უკვე ვნახეთ, ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, პუტინიც ცნობილი „ბულერია”
Next: ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025