Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულონგონ – უკვე ვნახეთ, ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, პუტინიც ცნობილი „ბულერია”

მარშალ პრესი 10/08/2025
ben uolesi

ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი – საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენ უოლესმა, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შეფასებისას, LBC-ის ეთერში განაცხადა.

უოლესის თქმით, ევროპას არ სურს, მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დაჩაგროს, ვინაიდან როგორც ტრამპი, ისე პუტინი, ბულინგის ტაქტიკის მიმდევრები არიან.

„ვფიქრობ, მომავალი სამიტის ერთ-ერთი შეცდომაა ევროპის გამორიცხვა – იცით, რომ ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი – საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულინგონ. ჩვენ უკვე ვნახეთ, პრეზიდენტი ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, რაც მის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა. პუტინიც ცნობილი ბულერია. ვფიქრობ, ამ სცენარის ნახვა არ გვსურს. მართალია ზელენსკი მამაცია, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ევროპას მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით ცუდი შეთანხმების შედეგებთან გამკლავება.” – განაცხადა უოლესმა.

Continue Reading

Previous: საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
Next: კიევი აფასებს და სრულად უჭერს მხარს ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებას, ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025