Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

გურიაში 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 08/08/2025
received_3498421606963756

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

„დღეს გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების და პოლიციელების ხსოვნას. მათ შორის 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს დაცვას გურიის რეგიონიდან. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

Continue Reading

Previous: ვერაფრით გადაფარეს სააკაშვილისა დეკლარირებული ღალატის მე17 წლისთავი და ასეთი პრიმიტიული ჟონგლიორობით ცდილობენ ფონს გასვლას
Next: როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს, 8 აგვისტოს, ნაცტელევიზიების სამიზნეები ხელისუფლების პირველი პირები გახდნენ, რომელთა წინააღმდეგაც ჩვეული “რუსული კარტის” გათამაშების მცდელობა ჰქონდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025