Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აღსრულების ეროვნული ბიურო პარტია “ლელო საქართველო”-ს საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 06/08/2025
agsrulebis erovnuli biuro

აღსრულების ეროვნული ბიურო პარტია “ლელო საქართველო”-ს საქმეზე განცხადებას ავრცელებს

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ ,,ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით.”- ნათქვამია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ბალტიისპირეთის “რუსულ კორუმპირებულ” მთავრობებზე არანაკლებად სენსაციური ინფორმაცია მოგვდის “დემოკრატიის შუქურა” მოლდოვადან
Next: ჟურნალისტ მზია ამაღლობელის 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025