Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბალტიისპირეთის “რუსულ კორუმპირებულ” მთავრობებზე არანაკლებად სენსაციური ინფორმაცია მოგვდის “დემოკრატიის შუქურა” მოლდოვადან

მარშალ პრესი 06/08/2025
david kartvelishvili

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომლის თანახმადაც მას ჰოლივუდის და შოუბიზნესის ცნობილი სახეებისგან, უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში ადანაშაულებენ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტი წერს, რომ დასავლური “ცივილიზაცია” მსოფლიოს ყოველდღე გასაოცარი „ფასეულობებით” ანებივრებს.

„ბალტიისპირეთის “რუსულ კორუმპირებულ” მთავრობებზე არანაკლებად სენსაციური ინფორმაცია მოგვდის “დემოკრატიის შუქურა” მოლდოვადან. ქვეყნის პრეზიდენტს მაია სანდუს ჰოლივუდის და შოუბიზნესის ცნობილი სახეებისგან, უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში ადანაშაულებენ, წერს ჟურნალ Ok-ის ამერიკული რედაქცია. საბანკო გადარიცხვები აჩვენებენ, რომ მოლდოვას პრეზიდენტმა 400 000 აშშ დოლარი გადარიცხა იმ კლინიკის ანგარიშებზე, სადაც აღნიშნული ნიმუშები ინახებოდა.

ჰოლივუდურ თრილერს წააგავს უკვე გახმაურებული გამოძიების ისტორია, სადაც მაია სანდუ ბრალდებულია ცნობილი გეი-ვიპ პერსონებისგან: რიკი მარტინისგან, ელტონ ჯონისგან და ნილ პატრიკ ჰარისისგან უკანონოდ მოპოვებული სპერმის ნიმუშების შეძენაში. საბანკო გადარიცხვების მიხედვით, მაია სანდუმ თანხა კაიმანის კუნძულებზე მდებარე კლინიკის ანგარიშებზე გადარიცხა. სპერმის ნიმუშები, სავარაუდოდ, დონორების თანხმობის გარეშე ინახებოდა კალიფორნიის სუროგაციის კლინიკაში (Center for Surrogate Parenting) და ASRM-ის (ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება) ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ისინი უნდა განადგურებულიყო.

53 წლის სანდუმ, რომელიც დაუოჯახებელია, უშვილოა და ცნობილია თავისი იდუმალებით მოცული პირადი ცხოვრებით, ამ უცნაური შენაძენით საზოგადოება შოკში ჩააგდო. ინსაიდერები კითხულობენ: რა იყო ამ ახირების მიღმა? ცდილობდა თუ არა ის მემკვიდრის შექმნას „ცნობილი ადამიანის“ დნმ-ით? სამივე დონორი – მარტინი, ჯონი და ჰარისი – სუროგაციის გზით გახდნენ მამები. იურიდიული ექსპერტები უკვე პროგნოზირებენ გახმაურებულ სასამართლო დავებს. „ეს არსებული სამედიცინო და ეთიკური პრინციპების სრულიად ახალ დონეზე დარღვევაა“, – ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავების ცნობილი ადვოკატი ალენ გრუბმანი – „თქვენ არ შეგიძლიათ სპერმის გაყიდვა ისე, თითქოს ეს მოპარული Rolex-ი იყოს“.
ასეა თუ ისე, დასავლური “ცივილიზაცია” ყოველდღე გასაოცარი “ფასეულობებით” გვანებივრებს – იმის პროგნოზირებაც კი ჭირს, ყოველი მომდევნო სენსაცია რა შინაარსის იქნება…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: დომინოს პრინციპიდან გამომდინარე, წინ საქართველოს შეურაცხმყოფელი მომდევნო “გმირის” რიგი უნდა დადგეს – ლატვიის…
Next: აღსრულების ეროვნული ბიურო პარტია “ლელო საქართველო”-ს საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025