Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით – სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ

მარშალ პრესი 05/08/2025
levan maxashvili

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით. იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ; ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე; ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო, – წერს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ხელისუფლება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს თითოეულ ნაბიჯს, ხოლო, ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში.

მახაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მმართველი გუნდი სათანადოდ შეაფასებს თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, ამავდროულად, ისინი იმოქმედებენ არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ.

“საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით.

იქნებიან ძალები, რომელთა მოთხოვნები და გადაწყვეტილებები უსამართლო იქნება; იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ინტეგრაციის საკითხს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებენ და გაწევრიანების პროცესს დაუსრულებელ ლაბირინთად აქცევენ; ითამაშებენ ჩვენი მოსახლეობის ემოციებსა და ნერვებზე; ჩაერევიან შიდა საქმეებში და ეცდებიან თავიანთ ჭკუაზე ატარონ საქართველო.

თუმცა, როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“. ჩვენ ვმოქმედებთ არა დღევანდელობით, არამედ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღით – გაერთიანებული, მშვიდობიანი, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფოს იმედითა და მიზნით.

ჩვენ საქართველოს ინტერესებით გადავდგამთ თითოეულ ნაბიჯს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ უცხოურ მთავრობას ჩამოატარებს მდინარე; ევროკავშირის მრავალი წევრი ქვეყნის ხელისუფალი წაიტეხს კისერს საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკურ კეკლუცობაში. ჩვენ კი ვივლით წინ. სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ.” – წერს ლევან მახაშვილი.

Continue Reading

Previous: დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი
Next: შალვა პაპუაშვილი დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025