Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი

მარშალ პრესი 05/08/2025
shalva papuashvili

საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი, ასე იშოვა ფული, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დადასტურდა ისიც, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია.

„საერთო ჯამში ეს კიდევ ერთი მხილებაა მამუკა ხაზარაძის თაღლითობისა. მერამდენე მხილება უკვე. ანაკლიის საკითხი იქნებოდა ეს, თბს ბანკიდან 17 მილიონი დოლარი ისე გააქრეს მან და ჯაფარიძემ, რომ არც დაუბრუნებიათ უკან და თბს ბანკს მოუწია ჯარიმების გადახდა და ა. შ. და ა.შ.

საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ. ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული. სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან როდესაც ჰქონდა.

ვხედავთ ელემენტარულ საკითხებზე, საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად, სამართლებრივად თუ ფინანსურად და ვხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი.

ასე, რომ ამით უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.

დადასტურდა ასევე, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო, რომ ბიუჯეტიდან შემდეგ მიეთვისებინა თანხები, რამენაირად ხელისუფლების ბერკეტების ჩაგდებით. პრეტენზია მილიარდ-ნახევარ დოლარზე, რომელიც ქართველ ხალხს წაუყენა. ეს არის მოცემულობა, თაღლითების პარტია. შესაბამისად მისმა წევრებმაც და მხარდამჭერებმაც ეს უნდა იფიქრონ, რომ დღეს არიან თაღლითობის მონაწილენი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია
Next: საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სავსე იქნება წინააღმდეგობებით – სათანადო შეფასებას მივცემთ თითოეულ უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ მშვიდად და სიბრძნით გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს არა რომელიმე უცხოური დედაქალაქის, არამედ საქართველოს მოსახლეობის სასიკეთოდ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025