Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს

მარშალ პრესი 04/08/2025
zaza shatirishvili

ბოლო დღეებია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტებლიშმენტი აქტიურად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად სამ საკვანძო საკითხს ითვალისწინებს. 1 – ევროკავშირმა უნდა მოახდინოს 600 მილიარდი დოლარის ინვესტირება აშშ-ში. 2 – ევროკავშირმა აშშ-სგან უნდა შეისყიდოს 750 მილიარდი დოლარის ნავთობისა და თხევადი გაზის პროდუქცია. ჯამში, მომდევნო 3 წლის მანძილზე ევროპის კონტინენტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ტრილიონ 350 მილიარდი დოლარი უნდა გაედინოს. 3- აშშ-მ ევროპას დაუწესა ცალმხრივი, 15% იანი საგადასახადო ტარიფები, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ევროპის იმ ეკონომიკას, რომელიც ფაქტიურად რეცესიაშია, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

მისი განცხადებით, ევროკავშირისთვის კაბალურმა გარიგებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა „დიფ სთიეთის“ გეგმები და გამოააშკარავა მისი აგენტურაც.

„აღნიშნულმა კონტრაქტმა, რეალურად კი ევროკავშირისათვის კაბალურმა გარიგებამ კიდევ უფრო ცხადი და მკაფიო გახადა დიპ სტეიტის უახლოესი გეგმები, ასევე პირდაპირ გამოააშკარავა დიპ სტეიტის აგენტურა.
ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ აღნიშნულ „შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, წევრი ქვეყნებისათვის არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს, ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ბიუჯეტების 15%-ს აღემატება. პლუს ამას, აშშ-მ აიძულა ევროკავშირის ქვეყნები, რომ უკრაინის შეიარაღება სრულად საკუთარ თავზე აიღონ, ფული გადაუხადონ ამერიკას, შეიძინონ იარაღი და გადასცენ უკრაინას. მარტივად რომ ვთქვათ, დიპ სტეიტმა რუსეთ-უკრაინის ომისგან აშშ გვერდზე გასწია და პრობლემა სრულად თავზე „ჩამოაცვა“ ევროპას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორც ჩემმა მეგობარმა, გოგა ხაინდრავამ გუშინ დაწერა – ადრე შუა საუკუნეებში დამპყრობელი ქვეყანას ხარკს რომ დაადებდა, ისე მოექცა ტრამპი ამ ჩვენი ცოდვით სავსე ევროკავშირს!“ – წერს შათირიშვილი.

წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ სინამდვილეში, არც ტრამპი ზრუნავს ამერიკელ ხალხზე და არც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ უფლება, ხალხის ინტერესებით იმოქმედონ, ყველაფერი ოლიგარქიული ოჯახების გეგმის მიხედვით ვითარდება.

„ამ მოვლენების შეფასება თითქოს რთული არ უნდა იყოს: აშშს-ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართავს, რომელიც ერთი შეხედვით, ამერიკელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, პრობლემებს თავიდან იშორებს და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს. მარტივი ფორმულაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ჩნდება კითხვა – რატომ არ აკეთებენ იგივეს ევროკავშირის ლიდერები? რატომ თანხმდებიან ისეთ კაბალურ პირობებს, რაც უპირობოდ ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოქცევას და დიდი ალბათობით, ამ გაერთიანების დაშლას გამოიწვევს? სინამდვილეში არც ტრამპი ზრუნავს ამერიკელ ხალხზე და არც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ უფლება, ხალხის ინტერესებით იმოქმედონ – ყველაფერი დიპ სტეიტის და ოლიგარქიული ოჯახების დალაგებულია.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Continue Reading

Previous: ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები. რა თქმა უნდა, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის
Next: ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025