Skip to content
04/08/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები. რა თქმა უნდა, მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის

მარშალ პრესი 04/08/2025
SHALVA PAPUASHVILI

ხაზარაძისა და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები, ასე რომ ეს არის ის ერთადერთი დასკვნა, რაც ამ პერიპეტიებს მოჰყვა, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ახლა ამაზე შესაბამისი რეაქციაა საჭირო.

„გასაგებია, რაც უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამაზე, რომ ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის – თაღლითების, რომლებმაც არ იკმარეს, რომ თავის ქვეყანას თაღლითური სქემებით აზიანებდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს, საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვით 1,5 მილიარდი დოლარი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ. აი, ამას ცდილობდნენ, დამარცხდნენ და კიდევ ფიქრობენ, რომ მათი ადგილია პოლიტიკაში? რა თქმა უნდა, არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა გაერთიანება ALDE-ზე, რომელიც „ლელოს“ პარტნიორია ევროპაში და აღნიშნა, რომ შესაბამისი დასკვნები მისმა ლიდერებმაც უნდა გააკეთონ.

„რაც შეეხება ALDE-ს, რომლის წევრებიც ისინი არიან, შეგახსენებთ, ეს პარტია გამოირჩევა იმით, რომ რადიკალურ პარტიებს უჭერს მხარს და იმავე მომენტში გამოენთება ხოლმე ALDE-ს სხვადასხვა ხელმძღვანელი, როდესაც საქმე ხაზარაძეს ეხება. სად არიან ახლა, როდესაც მათი პარტნიორი თაღლითობაშია მხილებული ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ?! სად არის მათი მორალური კოდექსი?! თაღლითების პარტია უნდა ჰყავდეთ წევრად?! ან დასკვნას გამოიტანენ ამ ყველაფრიდან და გარიცხავენ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს და ასეთ ადამიანებს არ გაიკარებენ, ან გამოდის, რომ საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას იმ თაღლითობაზე, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეწევიან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა

Continue Reading

Previous: ადამიანი იყო თაღლითი, რადიკალი. როდესაც ასეთ ადამიანთან დებ ხელშეკრულებას, სრული პასუხისმგებლობაა მათი, რომ აქ მაინც გამოიჩინონ გამჭვირვალობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025