Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი

მარშალ პრესი 02/08/2025
giorgi gamsakhurdia

ვერანაირად ვერ ჯდება “ნაცურ” კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილისგან ნაზი შამანაურს ვერ შექმნიან, ისევე როგორც სააკაშვილისგან ზვიად გამსახურდიას და გიორგი რურუასგან მერაბ კოსტავას.

“ვერანაირად ვერ ჯდება “ნაცურ” კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, ესენი კიდევ აგენტურულ დავალებას ასრულებენ. ვერ შექმნიან ამაღლობელის და დათაშვილისგან შამანაურს. ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი. მარტივია.” – წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას, განმარტა, რომ ვინაიდან, თავად ადვოკატების მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა, როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება ხოლმე.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
Next: კახა კალაძემ შეძლო, რომ ამ 8 წლის განმავლობაში ქალაქს მართლაც რეალური ცვლილებები დატყობოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025