Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

მარშალ პრესი 02/08/2025
505

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.

მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შაორის ბანაკი გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და კანადიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ. მათთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
2025 წელს შაორის ბანაკი ჯამში 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Continue Reading

Previous: ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ
Next: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025