Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

მარშალ პრესი 02/08/2025
zaal anjaparidze

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის განცხადებით, თუკი შვედეთმა უკრაინას დაუყენა აღნიშნული პირობა, იგივე პირობას დაუწესებს საქართველოსაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანაც უკრაინის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.

„ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.
ინფორმაციის სიზუსტისთვის – ეს წერია მინისტრის ინსტაგრამ გვერდზე.

თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც. ინფორმაცია განსჯისათვის!“,- წერს ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა
Next: სინდისის პატიმრები და სინდისის მქონე ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ფაშისტების, კაცების გამაუპატიურებლების, მწამებლების არც მომხრეები და არც „სასარგებლო იდიოტები“. სინდისის პატიმრებს არასოდეს უსვრიათ „მოლოტოვის კოქტეილები“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.