Skip to content
02/08/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. სუს-ის ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა

მარშალ პრესი 01/08/2025
anri

საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო არაპროგნოზირებადი და მუდმივად ცვალებადია. ამ ვითარებაში მშვიდობა და სტაბილურობა სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა, უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები 24- საათიან რეჟიმში მუშაობენ და ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ღირსეული თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მათ და მათი ოჯახების მიმართ განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო. ჩემთვის დიდი პატივია ამ ადამიანების მხარდამხარ ქვეყნის სამსახურში ყოფნა. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ოფიცრების ხსოვნის წინაშე!“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

Continue Reading

Previous: დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის
Next: შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025