
მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ხელი ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ სწორად გაარტყა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ,,ნეტგაზეთი”არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი კი ვეტერანი სოროსელია. თავად სოროსის ქსელი, მანჯავიძის შეფასებით, საქართველოს დაუძინებელი მტრების ბუდეა, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფო სისტემების მოშლა, ამაღლობელის საქმეც სწორედ ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი და სიმბოლური.
როგორც სოსო მანჯავიძე აღნიშნავს, ევროკავშირის ელჩების და აგენტურის აქტიურობა გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით საოცარია სენტიმენტალური მოსაზრებები.
“მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს.
მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ხელი ბათუმის პოლიციის უფროსს.
შემდეგ თქვა, რომ სწორად გაარტყა.
შემდეგ მოიგონა, რომ იმიტომ გაარტყა, რომ თურმე მანამდე პოლიციის უფროსმა შეაფურთხა.
მანამდე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილით გათავისუფლებული.
სწორედ ახლად გათავისუფლებულმა გააწნა სილა დგებუაძეს.
ახლა ერთი რამე უნდა ვთქვა განსაკუთრებით შეუგნებელთათვის.
,,ნეტგაზეთი”არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი.
სოროსის ქსელი არის საქართველოს დაუძინებელი მტრების ბუდე.
მათი ამოცანა არის სახელმწიფო სისტემების მოშლა მთელს მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი და სიმბოლური ეს საქმე- სოროსელი ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს.
ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს.
ევროკავშირის ელჩების და აგენტურის აქტიურობა გასაგებია, მაგრამ ეს სენტიმენტალური ,,რა ამბავია ამდენის მისჯა”, ,, გამოუშვან, რა მოხდა” და მსგავსი მოსაზრებებია განსაკუთრებით საოცარი.
ამის გარდა.
,,სოროსის ფონდი” საქართველოში უნდა აიკრძალოს, ხოლო მისი თანამშრომლები და აქტივისტები უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ასპარეზს, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა.” – წერს სოსო მანჯავიძე.