Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვეუბნებიან, რომ საქართველო სახელმწიფო კი არ არის, არამედ უნდა იყოს მარიონეტი, თუ არ არის მარიონეტი მის მიმართ იქნება აგრესიული დამოკიდებულება

მარშალ პრესი 01/08/2025
giorgi volski

ამითი გვეუბნებიან, იმას რომ საქართველო სახელმწიფო კი არ არის, უნდა იყოს მარიონეტი ხელისუფალი, თუ არ არის მარიონეტი, რა საკვირველია მის მიმართ იქნება აგრესიული დამოკიდებულება, ამას უნდა შეეგუო ან არ შეეგუო, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ დირექტივებს.

ვოლსკის თქმით, ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ აირჩიოს ხელისუფლებაში.

„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, დამოკიდებულება ევროპულ ქვეყნებს ერთმანეთთან, აშშ-სთან სხვადასხვა ურთიერთობები არ ვითარდება ყოველთვის სწორხაზოვნად. საზოგადობამ უნდა იმსჯელოს იქედან გამომდინარე ვისი არგუმენტია მართალი, თუკი ბარიერის იქეთ მახრეს ევროპული დათქმები და ულტიმატუმები გარკვეულ საკითებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი პასუხი არ გავცეთ. არგუმენტირებული პასუხიდან გამომდინარე მიიღებს საზოგადოება გადაწყვეტილებას ვის მისცეს ხმა, ვინ ჭირდებოდეს ან არ ჭირდებოდეს ხელისუფლებაში. ხალხი გადაწყვეტს ამას და აქედან გამომდინარე ჩვენი პასუხები, რა საკვირველია, არგუმენტირებულია. მაგრამ, ფაქტის, რომ ზოგიერთი მაუწყებლობა ძირითადად მიჰყვება იმ ხაზს, რომ 8 დათქმაა და აქედან შეუსრულებელი არის 7, 8, ან 5 და ამ არითმეტიკაში გადაჰყავთ სერიოზული მსჯელობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თუ კი ლგბტ პროპაგანდა გაგრძელება აღნიშნული ყოველთვის იქნება გამოყენებული, როგორც ბერკეტი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც დესტაბილიზაციის გარკვეული მეთოდი და ბერკეტი.

„ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სტაბილურობას, რა საკვირველია სჭირდება ის, რომ ლგბტ პროპაგანდა იყოს შეზღუდული. მათ უფლებებს არავინ არ უნდა არღვევდეს, ესეც აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ თუ კი პროპაგანდა გაგრძელდება ეს ყოველთვის იქნება გამოყენებული, როგორც ბერკეტი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც დესტაბილიზაციის გარკვეული მეთოდი და ბერკეტი.
გამჭვირვალობა – რა საკვირველია, როდესაც ფული შემოგაქვს საქართველოში აფინანსებ რევოლუციურ პროცესებს, ამასთან დაკავშირებით ან უნდა თქვა, რომ ესეთი რამ არ ხდება და უარყო ის ფაქტები რაც გვაქვს, ან და უნდა თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ კანონის გარეშე ვუზრუნველყოთ ყველანაირი გამჭვირვალობა, ამას კი არ ამბობენ, ისინი ულტიმატუმს აყენებენ გააუქმეთ, მორჩა, ეს კანონი გააუქმეთ. ამას კი არ მოჰყვება რაიმე წინადადება, მოდით განიხილეთ იქნებ კანონის გარეშე შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ფინანსები და პროგრამები იქნებ გამჭვირვალე არც ამას არ ამბობენ. შენ ხარ პატარა, ვალდებული ხარ ნებისმიერ ელჩს შეუძლია დაუჭიროს მხარი ნებისმიერ პოლიტიკურ მიმდინარეობას მის სახლში იცხოვროს და ფული არ გადაუხადოს. აი ესა ხართ თქვენ, ამითი გვეუბნებიან, იმას რომ საქართველო სახელმწიფო კი არ არის, უნდა იყოს მარიონეტი ხელისუფალი, თუ არ არის მარიონეტი, რა საკვირველია მის მიმართ იქნება აგრესიული დამოკიდებულება, ამას უნდა შეეგუო ან არ შეეგუო. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ვინ არის ამ შემთხვევაში სწორი, ხაბეიშვილია სწორი, პაატა ბურჭულაძე, თუ ეს ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას“,- აცხადებს ვოლსკი.

Continue Reading

Previous: არ არის ახალი, როდესაც იმის ნაცვლად, რომ დიალოგისთვის გაწვდილ ხელს შეაგებონ, ასევე დიალოგისთვის გამოწვდილი ხელი, დავსხდეთ მაგიდაზე და ვისაუბროთ, ამის ნაცვლად ჩვენ უსტარებით და ევროპარლამენტის რეზოლუციებით გველაპარაკებიან
Next: ნეტგაზეთი” არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025