Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის შეხვდა

მარშალ პრესი 21/06/2022
289680837_397432809084405_135903308234582409_n
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო- კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში ქართული კუთხე საზეიმოდ გახსნეს.
მუზეუმში ქართული სექცია დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული, სადაც ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი.
კატარის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში მუდმივმოქმედი ქართული სექციის გახსნა და ქართული ექსპონატების განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას კატარის სახელმწიფოში.

Continue Reading

Previous: ყველა ევროპული მიღწევის ავტორი „ქართული ოცნებაა“ და ამ დროს ყველაზე ანტიევროპული ძალა – ნაციონალური მოძრაობა თავისი ლობისტების მეშვეობით, ცდილობს „მოაჯდეს“ ამ თემას
Next: ეკა მიშველაძის “მამალი” ტყუილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025