Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

მარშალ პრესი 31/07/2025
shalva papuashvili

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტ ფაისალ აკეფ ალ-ფაიზს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იორდანიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც საქართველოს გადაეცა მიწის ნაკვეთი მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, სადაც იგეგმება ქართული კულტურის ცენტრის აშენება.

მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მზაობა. აღინიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მცირე ხნის წინ განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი იორდანიაში.

სენატის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რაზეც შალვა პაპუაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე, აგრეთვე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული ვითარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

შეხვედრა შედგა ქ. ჟენევაში მიმდინარე პარლამენტის თავმჯდომარეთა მეექვსე მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Continue Reading

Previous: პირველი ლედის პატრონაჟით დისნეის მუსიკის კონცერტი გაიმართება
Next: ანაკლიის პორტის საქმეზე ხაზარაძე/ჯაფარიძის მიერ ვაშინგტონის არბიტრაჟში შეტანილი სარჩელი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025