Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველი ლედის პატრონაჟით დისნეის მუსიკის კონცერტი გაიმართება

მარშალ პრესი 30/07/2025
40504

საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში დისნეის მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებას Tbilisi Film Orchestra წარადგენს. კამერული ორკესტრი ახლებურად აცოცხლებს ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მელოდიებს, ხოლო დიდ ეკრანზე ნაჩვენები ფილმების კადრები კონცერტს უნიკალურ ვიზუალურ ატმოსფეროს სძენს.

კონცერტში მონაწილეობენ მოწვეული მომღერლები, რომლებიც შეასრულებენ დისნეის ცნობილი ფილმების ვოკალურ ჰიტებს.

პროგრამაშია მუსიკა შემდეგი ფილმებიდან: Coco, Frozen, Beauty and the Beast, Moana, Pirates of the Caribbean, Star Wars, Alice in Wonderland, The Lion King, Lilo & Stitch და სხვა.

ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Continue Reading

Previous: ევროპა გეოპოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა აშშ-თან გარიგებიდან, რომელიც ერთ საათში, გოლფის მოედანზე დაიდო
Next: შალვა პაპუაშვილი იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025