Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არცერთ აქციაში არ მიმიღია მონაწილეობა და ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი, ეკრძალება ყველას – თემო დადიანი

მარშალ პრესი 21/06/2022
20225

თემო დადიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

“მე, ავღანეთის საერთაშორის მისიის დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს ძალიან ბევრი რამ გამიღია და გამიკეთებია ჩემი სამშობლოს დასავლური ინტერესების გაზიარებისთვის და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბოლო ამოსუნთქვამდე, რათა ჩემმა და ჩვენმა შვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ! ასევე, როგორც პარალიმპიელს ბევრი მიშრომია ამისათვის და ბევრგან ამიწევია საქართველოს დროშა ამაყად! მე როგორც საქართველოს ჯარისკაცს და როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრს არც კანონიერი და არც “ნაცნობობითი” უფლება არ გამაჩნია მივიღო მონაწილეობა რაიმე სახის საპროტესტო აქციაში, ასე რომ მე არცერთ აქციას არ შევერთებულვარ არასოდეს და, რა თქმა უნდა, არც ახლა ვუერთდები არცერთ აქციას და ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი, ეკრძალება ყველას, ჩემს გარდა! განვმეორდები იმას; რომ ძალიან ბევრი მიშრომია, მიწვალია და გამიღია იმისათვის რომ საქართველო იყოს ევროკავშირის, ნატოსა და ყველა იმ ინსტიტუტის წევრი რომელიც ადამიანის უფლებებს მაღალ დონეზე აყენებს და განათლება არის პრიორიტეტული!” – წერს თემო დადიანი.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ფორმულამ” და “მთავარმა” გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი სრული შემადგენლობით უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარალიმპიური კომიტეტის და ნაკრების წევრების პროტესტი მოჰყვა და რაც “ფეიკნიუსი” აღმოჩნდა.

Continue Reading

Previous: საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე 78-ე მუხლი, სანამ ვიღაცები რაღაცებს საუბრობენ – ირაკლი კობახიძე
Next: პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025