Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით დავწერე 78-ე მუხლი, სანამ ვიღაცები რაღაცებს საუბრობენ – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 21/06/2022
ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს კონსტიტუციაში ჩემი ხელით ჩავწერე 78-ე მუხლია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. სანამ ვიღაცები რაღაცებს საუბრობენ და რაღაც უაზრო ფურცლებს აფრიალებენ, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნორმა, რომელიც ამყარებს ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მუხლს, რომელიც ევროპულ პერსპექტივას და ნატოში ინტეგრაციას ამყარებს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპულობას იბრალებს.

,,ჩვენ ჩავწერეთ და ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭირა, ხმა არ მისცა ზუსტად იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და სინამდვილეში არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში. ასევე, იმ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა გიორგი მარგველაშვილმა. ყველამ შეინახოს საკუთარი ფურცლები კარგად. ჩვენ გვაქვს ერთი ფურცელი ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ამბობს პირდაპირ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანა. მარგველაშვილი იმდენად უინტერესო კაცია, რომ მასთან ერთად არაფრის ხელმოწერა არ არის საინტერესო.,’’ – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ტექნოპარკში Skillwill Academy-ს აკადემიის პრეზენტაცია გაიმართა
Next: არცერთ აქციაში არ მიმიღია მონაწილეობა და ჩემი, როგორც პარალიმპიელი სპორტსმენის სახელით საუბარი, ეკრძალება ყველას – თემო დადიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025