Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეკვეთილში მერის სტიპენდიატებს შეხვდნენ

მარშალ პრესი 29/07/2025
1753776676279

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ შეკვეთილში, სოციალურ სივრცეში, მერის სტიპენდიატებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს სტიპენდიის დანიშვნა მიულოცეს,
განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და შეკითხვებსაც უპასუხეს.

მერის სტიპენდია ენიჭება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში. სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია აკადემიური მოსწრების მინიმუმ 95 ქულა ყოველი სემესტრის ბოლოს. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს თითოეულ სემესტრზე.

Post navigation

Previous: საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) კვლევა: ევროპელთა 41 პროცენტს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45 პროცენტს რობერტა მეცოლას, 48 პროცენტს კი კაია კალასის შესახებ – ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი
Next: ვიქტორ ყიფიანი „დიფ სთეითის“ ხელში უუფლებო თოჯინაა, რომელსაც გლობალური ძალები ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყენებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.