Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) კვლევა: ევროპელთა 41 პროცენტს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45 პროცენტს რობერტა მეცოლას, 48 პროცენტს კი კაია კალასის შესახებ – ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი

მარშალ პრესი 29/07/2025
550

ევროპის მოსახლეობის 40%-ზე მეტს არ სმენია ისეთი პოლიტიკოსების შესახებ, როგორებიც არიან ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი. ამის შესახებ საერთაშორისო ევროპული მოძრაობის (EMI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ხდება ცნობილი.

როგორც კვლევის დასკვნაშია აღნიშნული, ევროპელთა 48%-სთვის კარგად არის ცნობილი ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის საქმიანობის შესახებ, ხოლო 23%-ს მის შესახებ სულ მცირე, სმენია. ამავდროულად, ბევრი წამყვანი პოლიტიკოსი ნაკლებად ცნობილია: გამოკითხულთა 41%-ს არასდროს სმენია მარკ რუტეს შესახებ, 45%-ს არასდროს სმენია ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას შესახებ, ხოლო 48%-ს არასდროს სმენია კაია კალასის შესახებ.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 21%-მა განაცხადა, რომ „საკმაოდ იცნობდა“ რუტეს საქმიანობას, 18% – მეცოლას და 14% – კალასის საქმიანობას. ევროკავშირის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, ყველაზე ნაკლებად ცნობილია თავდაცვის ევროკომისარი, ანდრიუს კუბილიუსი: გამოკითხულთა 60%-ს არასდროს სმენია მის შესახებ.

 

საერთაშორისო ევროპული მოძრაობა (EMI) 1948 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის სამოქალაქო საზოგადოებას, დამსაქმებლებს, პროფკავშირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ თვითმმართველობასა და აკადემიურ წრეებს.

ორგანიზაციის მიერ 2025 წლის ივნისის თვის კვლევის საველე სამუშაოების პერიოდი 3-10 ივნისი იყო. გამოკითხვა ჩატარდა იტალიაში, პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და რუმინეთში, 18 წლიდან მოქალაქეებში ონლაინ-ინტერვიუს სახით.

Post navigation

Previous: შესაძლოა, ჩინეთში წავიდე, მაგრამ ეს მხოლოდ სი ძინპინის მიწვევით იქნებოდა, რომელიც უკვე გამოგზავნილია, სხვაგვარად არანაირი ინტერესი არ მაქვს
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეკვეთილში მერის სტიპენდიატებს შეხვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.