Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

მარშალ პრესი 28/07/2025
shalva papuashvili

თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესებას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს და ყველა გავიგებთ რა დაუშავა ვასილ მჟავანაძემ ანტანას სნიეჩკუსს.

,,თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა, დიდ წილად, კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა, აშკარად, საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი. რაღაც მომენტში, სოვლაბი, ალბათ, ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს და ყველა გავიგებთ რა დაუშავა ვასილ მჟავანაძემ ანტანას სნიეჩკუსს. მინიმუმ, როდესაც სოვლაბი მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა,” – წერს პაპუაშვილი.

ლიეტუვამ ქართველი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები დაასანქცირა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

Post navigation

Previous: საფრანგეთის პრემიერი – ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა, როცა თავისუფალი ალიანსი აშშ-ს დაემორჩილა
Next: ყაველაშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.