Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

საფრანგეთის პრემიერი – ურსულა ფონ დერ ლაიენისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა, როცა თავისუფალი ალიანსი აშშ-ს დაემორჩილა

მარშალ პრესი 28/07/2025
baurou

ფრანსუა ბაირუს თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის „შავი დღეა“. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა.

„შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაინესა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ს დაემორჩილა“, – წერს ბაირუ.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.

შეგახსენებთ, 27 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.

Post navigation

Previous: ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება
Next: თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე, ლამის, ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.