Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში – ლევან მახაშვილი

მარშალ პრესი 28/07/2025
levan maxashvili

„ჩვენ ვხედავთ ორ წუთიან, თითიდან გამოწოვილ სპეკულაციებს მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში“– განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  ლევან მახაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატურაზე მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით,  ოპოზიციამ სპეკულაციის საგნად აქცია.

მახაშვილის განცხადებით, კახა კალაძე არის ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი, რომელსაც რეალური პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს.

„იგი არის უალტერნატივო კანდიდატი და პოლიტიკურ სივრცეში მას არ ჰყავს რეალური პოლიტიკური ოპონენტი, სწორედაც წლების განმავლობაში მის მიერ გაკეთებული ძალიან ბევრი მაგარი საქმის და მოსახლეობისადმი ერთგულების გამო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ და ჩვენც მოუთმენლად ველით პოლიტიკური საბჭოს შეხვედრას და გადაწყვეტილებას, სადაც იგი ამჯერად ფორმალურადაც იქნება წარდგენილი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც განვიხილავთ, იგი არის ნამდვილად უალტერნატივო კანდიდატი ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატურაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ, არ ვუსწრებთ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებას, სადაც იგი უკვე ფორმალურად იქნება წარდგენილი“.- განაცხადა მახაშვილმა.

Continue Reading

Previous: ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება – შეთანხმების შედეგები ევროკავშირისთვის სრული კრახია
Next: როცა საკუთარ უსაფრთხოებას და თავდაცვას სხვა გკარნახობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც ის გიკარნახებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025