Skip to content
29/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება – შეთანხმების შედეგები ევროკავშირისთვის სრული კრახია

მარშალ პრესი 28/07/2025
tamta megrelishvili

ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას რაც მას როგორც ქვეყანას სჭირდება,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმებას.

მეგრელიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირისთვის სრული კრახია.

„ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება შედგა თუმცა ეს დოკუმენტი კაბალური პირობების გათვალისწინებით ევროკავშირისათვის სარისკოა.
შეთანხმების თანახმად, ამერიკული ტარიფი ევროპულ საქონელზე 15%-ს შეადგენს და არა 30%-ს, როგორც ეს ტრამპს მანამდე ჰქონდა გაცხადებული. თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის.

ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს პარალელურად კი დამატებით, ევროპა ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.

ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას რაც მას როგორც ქვეყანას სჭირდება.

ევროკავშირისათვის კაბალურია სავაჭრო დოკუმენტის პირობები თუმცა ის დუმილს ინარჩუნებს და ემორჩილება დიდ მმართველს.
ამ შეთანხმების შედეგები ამერიკისთვის მომგებიანია ხოლო ევროკავშირისთვის არის სრული კრახი და ეს დროთაგანმავლობაში აუცილებლად გამოიკვეთება და დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს ხალხში.

მალე მოედება ევროპას უკმაყოფილების ალი,“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: შეთანხმების შემდეგ ორივე მხარე ზეიმობს, აშშ-ს ზეიმი გასაგებია, მაგრამ ევროპას საზეიმო არაფერი აქვს, რადგან ევროკავშირმა ხელი, საკუთარი ეკონომიკის ლიკვიდაციას მოაწერა
Next: სინამდვილეში ბატონ კახისთან დაკავშირებით სრული ერთულოვნებაა გუნდში – ლევან მახაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025