Skip to content
25/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცნობილი მეთოდოლოგიაა – ჯერ რომელიმე სუბიექტი გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა, ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება

მარშალ პრესი 23/07/2025
tengiz sharmanashvili

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება „დიპ სტეიტის“ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდს, გებელსისეულ პროპაგანდას, რომელსაც ფაშისტური გერმანია იყენებდა. აღნიშნული მეთოდი კი აშკარა და უცვლელია საქართველოს მაგალითზეც, რამდენადაც 2012 წლიდან დღემდე აგენტურული ოპოზიცია ქართულ ხელისუფლებას რუსულ იარლიყს აწებებს, რათა ამით ხელისუფლების განადგურება შეძლონ.

თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ცნობილი მეთოდოლოგიაა, რომ რომელიმე სუბიექტის გასაშავებლად აიჩემო რაღაც ფრაზა და შემდეგ მიწებებული იარლიყით დაიწყო მისი განადგურება. „ცნობილი მეთოდოლოგიაა, როდესაც პროპაგანდისტულად იყენებენ იმას, რომ ჯერ რომელიმე სუბიექტი უნდა გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა. ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება. ხანდახან ეს ხდება პოლიტიკურად, ხანდახან ფიზიკურადაც კი. იგივე ხდება ჩვენთანაც, საქართველოში. არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება, ან დამდასტურებელი იმისა, პირდაპირ იწყებენ, რუსული, რუსული. რატომ არ თქვეს, რომ რუსული კვალია , როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონი მიიღეს საფრანგეთში? – ჩვენი კანონი ხომ ათჯერ უფრო მარტივი და ლოიალური იყო ყველაფრისადმი“,-განაცხადა შარმანაშვილმა.

Continue Reading

Previous: IMF-ს ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს
Next: საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025