Skip to content
24/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

IMF-ს ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს

მარშალ პრესი 23/07/2025
zaal anjaparidze

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ 2025 წლის 21 ივლისს დაასრულა საქართველოსთვის IV მუხლის კონსულტაცია და საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ამ კონსულტაციისთვის მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას. IMF-ს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად კარგად მუშაობს, მიუხედავად გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და რისკებისა. ინფლაცია დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ს 36 პროცენტამდე შემცირდა – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, IMF-ს ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ 2025 წლის 21 ივლისს დაასრულა საქართველოსთვის IV მუხლის კონსულტაცია და საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ამ კონსულტაციისთვის მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნებას.

IMF-ს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა შესამჩნევად კარგად მუშაობს, მიუხედავად გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და რისკებისა. ინფლაცია დაუბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ს 36 პროცენტამდე შემცირდა.

მომავალში, ზრდის პროგნოზით, 2025 წელს 7.2 პროცენტამდე შემცირდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში 5 პროცენტულ პოტენციურ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან შიდა მოთხოვნა შენელდება. ინფლაცია, სავარაუდოდ, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩება და სახელმწიფო ვალი სტაბილიზდება მიმდინარე დონესთან ახლოს, გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში. გაზრდილი შიდა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, პრიორიტეტებია დამატებითი სარეზერვო ბუფერების შექმნა და სტრუქტურული რეფორმების წინსვლა შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ძლიერი, ინკლუზიური, ახალი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფილი ზრდის შესანარჩუნებლად.

მე არა ვარ ეკონომისტი, რომ ამ ყველაფრის დეტალურ განხილვაში შევიდე. თუმცა, IMF-ს ანგარიშიდან, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის ჩამოქცევის პირას, როგორც სურთ წარმოაჩინონ ოპოზიციასთან დაკავშირებულ ხალხს და რაც მთავარია, ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს.
ანგარიშში ხაზგასმულია გარე და შიდა შოკები ჩვენი ეკონომიკისათვის. ვფიქრობ მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს, თუ ვინ ცდილობს ამ შოკების შექმნას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ევროკომისიის ბოლო წერილი, როგორც ცხონებული ნოდარ ხადური ამბობდა, ერთი ასეთი “შოკუნია” გახლავთ.
დანარჩენს ანგარიშის ტექსტში გაეცნობით.“ – წერს ანჯაფარიძე.

Continue Reading

Previous: სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის თვალყურისმდევნებლების მისაჩენად
Next: ცნობილი მეთოდოლოგიაა – ჯერ რომელიმე სუბიექტი გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა, ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025