Skip to content
23/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი – ეს არის 360 000 დოლარი

მარშალ პრესი 22/07/2025
levan maxashvili

ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი – ეს არის 360 000 დოლარი, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ დღეს თუ ხვალ, აუცილებლად დადგებოდა ის დღე, როდესაც გაირკვეოდა, რომ სინამდვილეში ჯო უილსონის აქტიურობის უკან იყო ფული. ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი. ეს არის 360 000 დოლარი, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარი. ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვახსოვს, რომ ბევრი ცდილობდა მილიონების შოვნას და როგორც ჩანს, ბატონ სანიკიძეს დღეს უკვე შეუერთდა ბატონი უილსონიც, რომელიც ქართული პოლიტიკიდან ცდილობს მილიონების შოვნას“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია – „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდური თანხა გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია.

Continue Reading

Previous: დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის
Next: სულელად რომ არ გამოჩნდეთ, ისტორია ისწავლეთ – იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025