Skip to content
23/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის

მარშალ პრესი 22/07/2025
zurab kadagidze

კითხვა მაქვს, საქართველოს მთავრობასთან – ქვეყნის წინააღმდეგ “ლობიზმი”, საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?!- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა, ასევე შემოწირულობებს იღებდა კონგრესმენი ჯო უილსონიც.

ქადაგიძის თქმით, დრო მოვიდა, რომ ყველამ მკაცრად აგოს პასუხი ქვეყნის ღალატისთვის.

„”307¹ მუხლი – სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.”

კითხვა მაქვს, საქართველოს მთავრობასთან – ქვეყნის წინააღმდეგ “ლობიზმი”, საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანება, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების, მიზანმიმართული ჩართვა შიდა საქმეებში, ვერ აკმაყოფილებს სამშობლოს ღალატის მუხლს?!

მგონი დრო მოვიდა, ყველამ მკაცრად აგოს პასუხი სახელმწიფო ღალატისათვის და ზოგადად, რატომაც დაბრუნდა ეს მუხლი, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პროპორციულად ამოქმედდეს!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: ვფიქრობ ნაცმოძრაობის მხრიდან სახეზეა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება
Next: ჩვენ დღეს გავიგეთ რა არის ჯო უილსონის მხრიდან საქართველოს „სიყვარულისა“ და „მეგობრობის“ ფასი – ეს არის 360 000 დოლარი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025