
ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური – ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა – ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე. საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება.