Skip to content
22/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია “არკვევს”, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა “გამორკვევის” მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა

მარშალ პრესი 22/07/2025
shalva papuashvili

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“რამდენიმე დღეა პროპაგანდისტული მედია “არკვევს”, გვთხოვს თუ არა ბრიუსელი კაცების ძალად დათხოვებას და ყოველ წელს ასი ნარჩევი გოგო-ბიჭის მიგვრას. ამ ვითომდა “გამორკვევის” მიზანი, სინამდვილეში, მათი პროპაგანდით ნაკვები აუდიტორიისთვის ემოციური შოკის დღიური რაციონის მიცემაა. სერიოზული საკითხის არამოტივირებულ ღლიცინში გადატანა ხომ ნაცადი პროპაგანდისტული ხერხია, რათა მთავარი საკითხი ყურადღების მიღმა დარჩეს.

მთავარი კი ისაა, რომ ბრიუსელმა, რატომღაც (?), რეფერენდუმად გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მიერ ხმამიცემული და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, ყველა ტრადიციული რელიგიის მიერ მხარდაჭერილი კანონის სრული გაუქმება მოითხოვა. იმ კანონისა, რომელზეც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც შეთანხმებულია და რომელსაც, უვიზო მიმოსვლასთან, წესით, არანაირი კავშირი არ აქვს.

ბრიუსელის მაამებელი პროპაგანდის კვალი ჩანს მედიის ქცევაშიც, რომლებიც არაფრის ძალით არ მიმართავენ ამ საკითხში “გარკვევის” ყველაზე სწრაფ გზას, ევროკავშირის ელჩისთვის მარტივი კითხვების დასმას. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ელჩი, როგორც სხვა დროს, არ დაზარდებათ და პასუხს გასცემს მათ კითხვებს:

– უნდა გაუქმდეს თუ არა, ერთნაირსქესიანთა ქორწინების და ქორწინების ალტერნატიული სამართლებრივი კავშირის აკრძალვა?

– უნდა გაუქმდეს თუ არა სქესის სამართლებრივად შეცვლის აკრძალვა?

– უნდა გაუქმდეს თუ არა ოფიციალურ დოკუმენტებში ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მითითების აკრძალვა?

– უნდა გაუქმდეს თუ არა ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა?”- წერს პაპუაშვილი

Continue Reading

Previous: ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში
Next: ჩოხატაური – ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს საათებში დასრულდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025