Skip to content
22/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს

მარშალ პრესი 21/07/2025
irakli kobakhidze

გახარიას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა, მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი.

„კონკრეტულ საქმეებზე პატიმრობას სჭირდება არა ერთი და ორი თვე – მეტი. არ ვიცი ამ კაცს რა შიშები აქვს, ფაქტია, რომ გაქცეულია. როგორც იურისტი, ვამბობ ამას – მას ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე, არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მერე როგორ წავა ეს საქმე, ამას მე ვერ ვიტყვი. ეს არის პროკურატურის და შემდეგ, სასამართლოს გადასაწყვეტი. მას შეეფარდება თუ არა სასჯელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი, მაგრამ მას არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს, იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა. თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას ქვეყნიდან არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენებს – არის მკაფიო განცხადება გაკეთებული – როგორც კი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მიმართავენ განცხადებით პრეზიდენტს, მაშინვე ყველა იქნება შეწყალებული“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები
Next: თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025