Skip to content
22/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

მარშალ პრესი 21/07/2025
irakli kobakhidze

როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პირი თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით.

„როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე, თუ ვინმე ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი – ეს იყო პირველ რიგში „ტვ პირველი“, იგივე ნოდარ მელაძის ხაზი, ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ჰქვია თუ რა ჰქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ ავრცელებდა ბრალდებებს, კორუფციასთან და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებით. თქვენ რომ გაიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის წერილი, აქ საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების მფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

განსაკუთრებით ბოლო ბრალდება ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ზის იგივე კორუფციულ წყაროზე, რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. აქ ყველაფერი დღესავით ნათელია – ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა. უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ფუ რა საზიზღრები ხართ, რა ყალბები, რა ფარისევლები – ამიტომაც ეზიზღებით ხალხს – ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციას
Next: გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025