Skip to content
22/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი აბათილებს მათივე ნათქვამს -თითქოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას

მარშალ პრესი 21/07/2025
tamta megrelishvili

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი აბათილებს მათივე ნათქვამს -თითქოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილის თქმით, ევროპამ ოჯახში ქართული ღირებულებებით უნდა მიგვიღოს, ხოლო ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვა არის ქართველების ის ზნეობრივი კოდი და ღირებულება, რომელიც ევროპისაკენ სწრაფვის სურვილზე არ გავა.

“ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი აბათილებს მათივე ნათქვამს -თითქოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას. ევროკავშირი ითხოვს ოჯახის სიწმინდის დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ე. წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის კანონმდებლობის გაუქმებას და ამ მოთხოვნით ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულს და ასევე არაფრად აგდებს ქართველი ხალხისათვის მათ მიერ მიცემულ პირობას, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე არ მოხდება რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც შეეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს.

კანონები ოჯახური ფასეულობების თაობაზე და არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისაგან ახალგაზრდების დაცვის შესახებ, მორწმუნე საზოგადოებამ სრულად გაიზიარა და ერისა და ბერის სრული ერთობით იქნა მიღებული როგორც მორალური აქტი. ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერა და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვა არის ქართველების ის ზნეობრივი კოდი და ღირებულება რომელიც არ გავა ევროპისაკენ სწრაფვის სურვილზე ჩვენთვის მთავარის დათმობის ხარჯზე. ევროპამ ევროპულ ოჯახში ჩვენი ღირებულებებით უნდა მიგვიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერის საერთო ერთობით ფსონი დაიდება არა ევროპაზე არამედ ყველა იმ კულტურულ ღირებულებაზე რომლითაც აქამდე ქართველებად და მართლმადიდებლებად მოვედით და ჩვენთან ამ ღირებულებების დასათმობად პაექრობა საბოლოო ჯამში მათი დამარცხების დიდ უხერხულობას შექმნის”,- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ევროკავშირის წევრობა არ არის ის ჯილდო, რომლის გამოც საქართველო საკუთარ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ხაზს გადაუსვამს! დიახ ევროპა ჩვენი არჩევანია, თუმცა მის გამო იდენტობას ვერ/არ დავკარგავთ
Next: ღმერთი არ გაგიწყრეს სალომე ზურაბიშვილო – გიორგი ჩიმაკაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025