Skip to content
22/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირის წევრობა არ არის ის ჯილდო, რომლის გამოც საქართველო საკუთარ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ხაზს გადაუსვამს! დიახ ევროპა ჩვენი არჩევანია, თუმცა მის გამო იდენტობას ვერ/არ დავკარგავთ

მარშალ პრესი 21/07/2025
davit chikhelidze

აღშფოთებას იწვევს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას. რეკომენდაციებთან დაკავშირებით სრულად ვეთანხმები საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და შეშფოთებას, რომელიც ლეგიტიმური და სამართლიანია, ევროკომისიამ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის შემდეგ, ჩვენს რწმენაში და რელიგიაში ჩარევა გადაწყვიტა, რაც მათ მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში,

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, „ევრობიუროკრატებს შევახსენებ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება თანაბრად არის დაცული, მიუხედავად ამისა ევროკომისია ითხოვს, რომ ლგბტ ადამიანები უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ, მათ სხვების უფლებების დარღვევის ხარჯზე სასათბურე პირობები შევუქმნათ და ახალი თაობისთვის დამახინჯებული რეალობა შევქმნათ, რაც ქვეყნისთვის გამოუსწორებლ შედეგს მოიტანს“.

„ აღშფოთებას იწვევს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას. რეკომენდაციებთან დაკავშირებით სრულად ვეთანხმები საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და შეშფოთებას, რომელიც ლეგიტიმური და სამართლიანია, ევროკომისიამ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის შემდეგ, ჩვენს რწმენაში და რელიგიაში ჩარევა გადაწყვიტა, რაც მათ მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ევროკომისიის მოთხოვნა არის, გაუქმდეს კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ რაც ნიშნავს რომ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. ევრობიუროკრატებს შევახსენებ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება თანაბრად არის დაცული, მიუხედავად ამისა ევროკომისია ითხოვს, რომ ლგბტ ადამიანები უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ, მათ სხვების უფლებების დარღვევის ხარჯზე სასათბურე პირობები შევუქმნათ და ახალი თაობისთვის დამახინჯებული რეალობა შევქმნათ, რაც ქვეყნისთვის გამოუსწორებლ შედეგს მოიტანს. ევროკავშირის წევრობა არ არის ის ჯილდო, რომლის გამოც საქართველო საკუთარ, მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ტრადიციებს ხაზს გადაუსვამს! დიახ ევროპა ჩვენი არჩევანია, თუმცა მის გამო იდენტობას ვერ/არ დავკარგავთ!
ისტორიულად ასეა, როცა ქვეყანას უჭირდა, ეკლესია ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იდგა, ისტორია მეორდება, დღეს საქართველო კვლავ განსაცდელშია, ეკლესია სამშობლოს დაცვის საკითხში მოწოდების სიმაღლეზეა და თავის წილ ისტორიას წერს!“ – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა
Next: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი აბათილებს მათივე ნათქვამს -თითქოს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი არ უკავშირდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდის ხელშეწყობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025