Skip to content
21/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს სრულიად უსასყიდლოდ. მათ შორის, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები – სულხან თამაზაშვილი

მარშალ პრესი 21/07/2025
sulkhan tamazashvili

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  გადაცემაში “იმედის კვირა” მიმდინარე სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

აჭარაში აქტიური ტურისტული სეზონის პარალელურად, რეგიონის მასშტაბით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანთა
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

,,ორი ათასი ოჯახი მიიღებს კეთილმოწყობილ გარემონტებულ საცხოვრებელ ბინებს სრულიად უსასყიდლოდ. მათ შორის, ეკომიგრანტები და სოციალურად დაუცველი ოჯახები“ – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

სოციალური სახლების  მშენებლობა აქტიურ ფაზაშია ქობულეთსა და ხელვაჩაურში.

ქობულეთში ორი მრავალბინიანი კორპუსი აშენდება. პროექტის ფარგლებში ბინა 126 ოჯახს გადაეცემა. სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. პროექტის დასრულების შემდეგ ეკომიგრანტ ოჯახებს ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ.

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპრეშუმში უკვე დასკვნით ეტაპზეა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 90 ოჯახზეა გათვლილი. ამ ეტაპზე, ბინების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დასრულების შემდეგ, ძალიან ღირსეული, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები გადაეცემა ჩვენს მოქალაქეებს“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

აჭარაში, ჯამში 2000-ზე მეტ ოჯახს ექნება უფასო ბინა. აქედან, 700-მდე ბინის მშენებლობა დასრულებულია და უკვე შესახლებულია ოჯახების ნაწილი. მიმდინარე პროექტების დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.

Continue Reading

Previous: არასდროს დავთანხმდები, რომ კუთვნილ დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გვაძლევდნენ, თუ ბრიუსელის ომის, მიგრაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკას დავემორჩილებით
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025