
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის 2028-2034 წლის ბიუჯეტს, რადგანაც მასში უკრაინისთვის 100-მილიარდიანი დახმარების გამოყოფაა გათვალისწინებული.
ორბანის განცხადებით, არასდროს დაუჭერს მხარს ბიუჯეტს, რომელიც უნგრელების ფულის უკრაინელებისთვის მიცემას ითვალისწინებს და უნგრელ ფერმერებს დააზარალებს.
„არასდროს დავთანხმდები, რომ კუთვნილ დაფინანსებას მხოლოდ მაშინ გვაძლევდნენ, თუ ბრიუსელის ომის, მიგრაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკას დავემორჩილებით“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.