Skip to content
20/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

მარშალ პრესი 20/07/2025
giorgi gabunia

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საზოგადოება „ქართულის“ ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია ეხმიანება პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, ომში ჩართვის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც მან პოლიტსაბჭოს სახელით გაავრცელა. გაბუნიას განცხადებით, ევროპის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ ყველანაირად ცდილობენ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. „ჩვენ ვხედავთ რამხელა ადამიანური ტრაგედია ხდება ყოველდღიურად უკრაინაში, როგორ იხოცებიან უკრაინის მოქალაქეები.

ამ ფონზე საქართველოს მიმართ გაიზარდა და არასოდეს შემცირებულა მავნებლური ინტერესი, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. ჩვენ ვხედავთ დღეს მოცემულობას, რომ ევროპის ის რადიკალი პოლიტიკური ძალები და რადიკალი ბიუროკრატები, რომლებიც ყოველდღიურად აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“,-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

Continue Reading

Previous: ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მაგალითები საკუთარი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთე
Next: რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025