Skip to content
20/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მაგალითები საკუთარი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთე

მარშალ პრესი 20/07/2025
barack obama

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მისაბაძი მაგალითები თავიანთი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთის კეთება- ამის შესახებ, მან მისი მეუღლის, მიშელ ობამას პოდკასტში განაცხადა, რასაც Foxnews ავრცელებს.

ბარაკ ობამას თქმით, მამაკაცებს გეი მეგობრები თანაგრძნობის სწავლებისთვის სჭირდებათ.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი მეუღლისა და სიძის პოდკასტში სტუმრობისას, ისაუბრა „ემოციურად ინტელექტუალური“ ახალგაზრდა მამაკაცების აღზრდაზე და იმაზე, თუ რატომ სჭირდებათ ბიჭებს ცხოვრებაში მამის გარდა სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

„ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ვფიქრობ, რომ ბიჭებს ხშირად სჭირდებათ- არა მხოლოდ ერთ ბიჭთან, ერთ მამასთან ურთიერთობა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს მამა. მამა ყველაფერი ვერ იქნება“, “ამ ბიჭს შეიძლება დასჭირდეს ვინმე, ვინც მას მამაზე გარკვეულ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს, არა?“- განაცხადა ობამამ.

ყოფილი პრეზიდენტი მუდმივად ამტკიცებდა იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ლგბტქ მეგობრები სიკეთისა და თანაგრძნობის საჩვენებლად სჭირდებათ.

„თუ გყავს ბიჭი, რომელიც გეი ან არაბინარი ან რამე მსგავსია, ამ სახით მას ეყოლება ვინმე, ვისთანაც შეუძლია მივიდეს და თქვას: „კარგი, ამაში მარტო არ ვარ“, არა? ასე რომ, ვფიქრობ, ეს ქმნის ამ საზოგადოებას. ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ.“-აღნიშნა ობამამ.

Continue Reading

Previous: მართლა გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ – თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე
Next: ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025