Skip to content
21/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს

მარშალ პრესი 19/07/2025
lasha gegechkori

ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს. მისი თქმით, ევროპარლამენტი ასევე ამბობს რომ 2028 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრემიერ-მინისტრი მერცის თქმით, სათუოა უკრაინის მიღება ევროკავშირში 2034 წლამდე.

„საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს ვერ შეცვლის. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, არ აღიარებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული გზა შეჩერებულია, სანამ არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები”. ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა-“ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს. ევროპარლამენტი ასევე ამბობს რომ 2028 წლამდე ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრემიერ-მინისტრი მერცის თქმით, სათუოა უკრაინის მიღება ევროკავშირში 2034 წლამდე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ეუთო/ოდირმა სცნო, რასაც თქვენ არ აღიარებთ, 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა-19 ივლისია და რა გინდათ, შარზე ხართ? და სანამ ნაცები არ მობრუნდებიან, მანამდე არც ერთ ხელისუფლებას არ სცნობთ, ჰო? ასე გააგრძელეთ, შანტაჟისტებო. არავის გადაუღუნოთ – ეს საქართველოა!!!“ – წერს გეგეჭკორი.

Continue Reading

Previous: ვროპარლამენტის ნებისმიერ სიტყვას, განცხადებას თუ რეზოლუციას, ჩვენთან ოპოზიციის ყველაზე თაღლითი წარმომდგენლის სიტყვაზე დაბალი ფასი აქვს
Next: ის, რაც დღეს ამ სახლის კედლებში ხდება, მხოლოდ ადმინისტრაციული კრიზისი კი არა, ეგზისტენციალური დრამაა – ირაკლი ყიფიანი საპატრიარქოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025