Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკო – ბათუმის 23-ე უბანზე პრობლემა აღმოფხვრილია – ამ დროისთვის არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არ არის

მარშალ პრესი 02/04/2022
ცესკო ბრიფინგი

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ბათუმის 23-ე და 76-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობს, ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ამომრჩეველი ხმას შეფერხების გარეშე აძლევს.

როგორც იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არ არის.

„23-ე უბანზე პრობლემა აღმოფხვრილია. იქ პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ჩანაცვლდა ვერიფიკაციის აპარატი ალტერნატიული აპარატით. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ წავა პროცესი და როგორ მიიღებს ამას ამომრჩეველი. პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არცერთ უბანზე შეფერხება არ არის და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამომრჩევლები ძალიან მარტივად ახერხებენ პროცესის გავლას. კიდევ ერთ, 76-ე უბანზე იყო იყო მსგავსი ხარვეზი ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით. აქაც პრობლემა უკვე მოგვარებულია და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”, – განაცხადა იოსელიანმა.

Post navigation

Previous: ცესკო – მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში
Next: ბათუმის 58-ე საარჩევნო უბანთან, საპატრულო პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებს, მათ შორის ნიკა მაჭუტაძეს გააფრთხილება მისცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.